LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან ქორიძის კლინიკა „იმედზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება

1950

„ჯანმრთელობის სახლი“ ავრცელებს განცხადებას და ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტს, სადაც ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ირაკლი ქორიძის შესახებ იყო საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი ქორიძე არის ამირან ქორიძის ნათესავი და არა მისი ოჯახის წევრი, გარდა ამისა, „ჯანმრთელობის სახლი“ და „კატასტროფის მედიცინის“ ცენტრი სიუჟეტში გაიგივებული იყო, რასაც კლინიკის დირექცია და მედპერსონალი გაუმართლებლად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დაკავებული ამირან ქორიძის შვილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ის მისი ძმისშვილი გახლავთ.

გთავაზობთ კლინიკის განცხადებას:

„ოქროს საწმისი XXI საუკუნე“- „ჯანმრთელობის სახლის“ პერსონალი და დირექცია აღშფოთებულია 30 მარტს, ტელეკომპანია „იმედზე“ 8 საათიან „ქრონიკაში“ გასული ცრუ და უზნეო სიუჟეტით (სხვანაირად ამას ვერაფერს ვუწოდებთ), სახელწოდებით „შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა“…

სიუჟეტში თანდართული ფოტომასალით, სრულიად უსაფუძვლოდ გააიგივეს „ჯანმრთელობის სახლი“ და „კატასტროფის მედიცინის ცენტრი“ და ეჭვმიტანილი გამოაცხადეს ბ-ნი ამირანის ოჯახის წევრად, მათ არ განასხვავეს ნათესავი ოჯახის წევრისგან.

ამ დროს, ეჭვმიტანილ ირაკლი ქორიძეს თავად ჰყავს ოჯახი და აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სადაც ჩატარდა ჩხრეკა და არა ქორიძეების ოჯახში. ყველაფერი ეს არის უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და ძალიან წააგავს შეკვეთილ სცენარს.

აქვე დავძენთ,რომ ვერანაირი ჭორები ვერ მიაყენებს ჩრდილს „ჯანმრთელობის სახლს“, ბ-ნი ამირან ქორიძის საქვეყნოდ ცნობილ სახელს და მის უწესიერეს ოჯახს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g