მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ ბექჰემების დიდი ოჯახია. ამჯერად საზოგადოების კრიტიკა ბრუკლინ ბექჰემის მილიარდერმა მეუღლემ, ნიკოლა პელტცმა დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ გოგონამ მამამთილისთვის „ნეტფლიქსის“ სერიალის, „ბექჰემის“ წარმატებული პრემიერის მილოცვა, საკმაოდ უცნაური პოსტით გადაწყვიტა.
მან „ინსტაგრამზე“ ბრუკლინთან გადაღებული პიკანტური ფოტოები გაავრცელა, სადაც მეუღლეს ეხუტება.
„გადასარევი საღამო იყო, გილოცავ დევიდ“, – წერს ნიკოლა.
„ეს რა ფოტოებია?“, „ამით რატომ მიულოცა მამამთილს?“, – ასე ეხმაურებიან კომენტარებში პელტცის პოსტს.