LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამით თითქმის არ მივლია: კოლექციონერი ძველ M5-ს ყიდის

199

16 წლის BMW M5, რომელსაც გარბენი თითქმის არ აქვს – აუქციონზე გაიყიდება. ავტომობილს გასაყიდად აუქციონის სახლი Gooding & Company გამოიტანს და მის საწყის ღირებულებად 140-180 ათასი დოლარი სახელდება.

ვერცხლისფერი სედანი 2002 წელს ცნობილმა კოლექციონერმა გლენ კონკლიმ შეიძინა. როგორც ცნობილია, გლენი ყოველთვის ორ ავტომობილს ყიდულობდა ხოლმე, ერთს სამოძრაოდ, მეორეს კი უბრალოდ კოლექციისთვის, სახლში გასაჩერებლად.

M5 საკოლექციო მოდელი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ, მისი გარბენი მხოლოდ 703 კმ-ია.

მსგავსი ძარის მქონე სედანებს BMW 1998- 2003 წლებში უშვებდა.
ავტომობილი 400 ძალის მქონე 4,9 ლიტრის მოცულობის ძრავითაა უზრუნველყოფილი და პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 5,3 წამი სჭირდება.

საინტერესოა, რომ მთლიანობაში მწარმოებელმა 20 482 მსგავსი ეკზემპლარი გამოუშვა.

 

https://motor.ru/news/newoldmfive-17-08-2018.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები