LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ამჯერად კახელები მოვიმადლიერეთ და კახური პოპური ჩავწერეთ”

26

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” ჭაბუკა ამირანაშვილი და ჯგუფი ”ბანი” ესტუმრნენ.


როგორ ხართ?

ვმუშაობთ მეორე დისკზე, მალე დავასრულებთ. საქართველოში დისკებს არ ვყიდით, ჩვენი ალბომები მხოლოდ კონცერტებზე იყიდება. ვემზადებით გასტროლებისთვის. გვაქვს ჩაწერებიც. ორი კვირაა რაც ჩამოვედით. რუსეთის ტური გვქონდა, ერთი გალა კონცერტი კი უკრაინაში გავმართეთ, სავსე იყო დარბაზი. მიხარია, რომ ბიჭები პოპულარულები არიან. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მაყურებელი ასე კარგად არის განწყობილი.


ვიცი, რომ თავად აფინანსებთ საკუთარ თავს…

დიახ ასეა, სულ მეშინია ბიჭებთან დამოკიდებულება არ გამიფუჭდეს, როდესაც შემოსული თანხიდან გარკვეული ნაწილი ფორმებისთვის ან სხვა საჭიროებებისთვის უნდა მოვაკლო. ძალიან
მეშინია ქართველებთან სპონსორობაზე საუბარი, იმიტომ, რომ არ ვიცი, მერე რას მომთხოვენ. თუკი რამეს ვშოულობთ, ყველაფერი უნდა დავხარჯოთ, ისევ ”ბანის” არსებობისთვის.


უცებ ძალიან პოპულარულები გახდით…

ბანი: – ჭაბუკა სტიმულს გვაძლევს ჯგუფს, რომ ახალი და საინტერესო იდეები დაიბადოს. ხუთი წელია რაც ვთანამშრომლობთ. პირველი სიმღერა ”რაჭული” იყო.


ახალი სიმღერით გვესტუმრეთ…

მოგიტანეთ საჩუქარი, ჩვენი საპრეზენტაციო სიმღერა. ძალიან დიდ ხანს ვაკეთებთ ხოლმე ნაწარმოებს. ქართველები ძალიან პრეტენზიულები არიან. ამჯერად კახელები მოვიმადლიერეთ და კახური პოპური ჩავწერეთ. ქართლელები, იმერლები და გურულები ნაწყენები არიან. გვაქვს აჭარული, სვანური, რაჭული…

ჯგ. ბანი – კახური პოპური

AudioJG. BANI – KAXURI POPURI CANGALA DA GOGONA

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiogvinodudukibani

ვიდეოკოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები