LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამხელა აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა, ნამდვილად არ მეგონა” – ლაგოდეხის მერის დამონტაჟებული ფოტო

458
მერი 3

ლაგოდეხის მერიაში ადასტურებენ, რომ მერის ფოტო დამონტაჟებული იყო, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იყო.

“ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ხარვეზი.. ერთ წუთში ავიღეთ. ამხელა აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა, ნამდვილად არ მეგონა, რადგან ზუსტად ერთ წუთში ავიღეთ. ეს შემიძლია გითხარათ” – აცხადებს ლაგოდეხის პრესსამსახურის თანამშრომელი ლიკა სამყურაშვილი.

ლაგოდეხის მერი ნამდვილად ლაგოდეხშია: ჯონდო მდივნიშვილის ლაივ ჩართვა (ფოტო, ვიდეო)

არც ზუგდიდშია და არც მარსზე, ლაგოდეხშია და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ესწრება.

სოციალური ქსელის დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ლაგოდეხის მერის ფოტოშოპით დამუშავებული ფოტო გახდა, რომელიც მოქალაქე სერგი ბერიანიძემ გაავრცელა. ბერიანიძე წერს, რომ მერმა ვერ მიუსწრო გზის დაგების სამუშაო პროცესს და ფოტომონტაჟი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა აღნიშნული ფოტო. ლაგოდეხის მერი ხან ჰავაის კუნძულებზე გამოჩნდა, ხან საბერძნეთში, ხან თეთრი სახლის ეზოში, ეიფელის კოშკთან, ზუგდიდის დატბორილი ბოტანიკური ბაღიც მოინახულა და მარსზეც მოასწრო ასვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g