“ამხელა კულტურის ქვეყანამ თავი მოიჭრა მთელ მსოფლიოში და აჩვენა, რომ არავინ ვართ, ვართ ჩვეულებრივი ჯოგი, რომელიც ქუჩაში დარბის და თავ-პირს ამტვრევს ერთმანეთს” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ალადაშვილის კლინიკაში აქციაზე დაშავებულების მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ განვითარებული მოვლენები ტაქტიკური სვლებით დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ხელმძღვანელობდნენ.
“მოვინახულე ტურისტი პოლონეთიდან და ჟურნალისტები, რომლებიც აქ არიან. ტურისტმა მკითხა, რას მერჩოდა, რატომ დამესხა თავსო და რა მეპასუხა არ ვიცოდი.” – გიორგი ვაშაძე
ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა – ამბობს გიორგი ვაშაძე. მისი განცხადებით, ეს ენით აუწერელი პოლიტიკური ძალადობაა რაც ყველაზე ცუდია, ეს ხდება ქრისტეს სახელით.
ფოტო : ინტერპრესნიუსი