LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამხელა ომშია ქვეყანა და ლიდერები საქართველოზე 7 ენაზე “დატვიტვისთვის” იცლიან: ირაკლი კობახიძე

218
ირაკლი კობახიძე

წარმოიდგინეთ ამხელა ომის მდგომარეობაშია ქვეყანა და ლიდერები იცლიან 7 ენაზე “დატვიტვისთვის” საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს.

მისი განცხადებით, ამ ყველაფრის უკან არის ალოგიკურობა.

“ბელარუსს რომ არ უპირისპირდები ასეთი ზომით და არ გამოიწვევ ელჩს და საქართველოსთან მიმართებაში აკეთებ, ალოგიკურობაზეც ზედმეტია საუბარი” – აცხადებს კობახიძე.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, უკრაინის ელჩის გაწვევის “ალოგიკურობაზე” ისაუბრა.

მან საუბრისას განმარტა, რომ გუშინდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაში კრიმინალებში დავით არახამია არ მოუხსენებია და საუბარი ჰქონდა „ადეიშვილსა და სხვებზე.“

კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კოორდინირებით აშკარაა მცდელობა, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია კი საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ:

„რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები“,- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები