LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიას მხარს არ დავუჭერ: გიორგი გახარია

58
gaxaria

ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის” ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ  „თოქ-შოუების“ წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

გახარია ამბობს, რომ მას და პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეს ამნისტია არ სჭირდებათ და ოცნებას იმის გამო აკრიტიკებს, რადგან “შტურმის ორგანიზატორებმა იმუნიტეტი შეიძინეს.

„ჩემთვის მაგალითად, ის რომ შეთანხმების საგანი ამნისტიაა, კატეგორიულად მიუღებელია! მე დღეს, რა თქმა უნდა, ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება.

„ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები დღეს შეიძლება, ამნისტირებულები გახდნენ და მათ ვიღაცამ სამუდამო იმუნიტეტი შესძინა, რადგან თურმე პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი გახდა ნიკა მელია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ. დღეს ვიღაც გამოვა კიდევ და იტყვის, რომ გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალსო, ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საკუთარი პარტია დაეზიანებინათ. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების აღსრულება?! იმ ხალხს, რომლებიც პოლიტიკური ლიდერების მოწოდებით ამ შტურმის ნაწილი იყვნენ და ის ადამიანები, ვინც ორგანიზატორები იყვნენ „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტია აჩუქა“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g