„თავისულება პოლიტპატიმრებს“ ამ ლოზუნგით თბილისში მორიგი აქცია გაიმართა.
„მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელ გიორგი რურუასა და „კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებულ იური მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ პოლიტპატიმრები ციხიდან უნდა გათავისუფლდნენ.
მოთხოვნას უერთდება ელენე ხოშტარიაც, რომელმაც ცოტა ხნისწინ დატოვა „ევროპულისაქართველო“ და განაცხადა, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს.
“ადამიანებთან, ვისაც აწუხებთ ქვეყნის ბედი, ადამიანების ბედი, უსაფუძვლოდ დამწყვდეული ადამიანების ბედი, პოლიტპატიმრების ბედი, სწორედ მათთან ერთად ვმართავთ ამ აქციას… ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ელენე ხოშტარიამ.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა
აქცია გაიმართა ფილარმონიასთანაც, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი გაარიტიკეს.
მოძრაობა „ჰუმანურობისათვის“ წევრები ყველა პატიმრის სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებას მოითხოვენ.
“ამნისტიის შესახებ” ახალი კანონპროექტი დაინიცირდა – ვინ დატოვებს საპატიმროებს?
ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით აქცია გაიმართა ქუთაისის მერიასთანაც. ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები ამნისტიის კანონში შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ.
მათი მოთხოვნაა, კანონპროექტი ფართომასშტაბიანი გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს.
ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საპატიმროში „ამნისტიის კანონპროექტთან“ დაკავშირებით პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს.
როგორც „ფორტუნას“ პენიტენციური დაწესებულების პრესსამსახურში განუცხადეს, ქვეყნის მასშტაბით „ამნისტიის კანონპროექტთან“ აკავშირებით სულ რვა პატიმარი შიმშილობს.
„მართალია, გაჟღერდა რამდენიმე პენიტენციური დაწესებულება, სადაც თითქოს პატიმრები ამნისტიასთან დაკავშირებით შიმშილობენ, მაგრამ მხოლოდ ორ დაწესებულებასთან დაკავშირებით შეგვიძლია დაგიდასტუროთ.
N3 (ბათუმის) დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა სამმა მსჯავრდებულმა (სულ დაწესებულებაში 52 მსჯავრდებულია).
ასევე N5 (ქალთა) დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა ხუთმა პატიმარმა (სულ დაწესებულებაში 329 პატიმარია).
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა გაუგებარია ქალი პატიმრების მიერ შიმშილობის გამოცხადება ამნისტიასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა მოშიმშილეთაგან სამს ეხება ამნისტია (არსებული პროექტის შესაბამისად), – განუცხადეს „ფორტუნას“ პენიტენიურ დაწესებულებაში.
