LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიის საკითხი უკვე აღარ გვეჩქარება, მელიას აუცილებლად შევხვდები, ვფიქრობ, ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ: ვაშაძე

61
გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს, ის ნიკა მელიას აუცილბლად შეხვდება.

ვაშაძე ფიქრობს, რომ მათ ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ითანამშრომლონ.

ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს კულტურა მოემატებათ, ერთმანეთის განსხვავებულ აზრს პატივს სცემენ და გინების რიტორიკა წარსულს ჩაბარდება:

“ნიკა მელიას აუცილებლად შევხვდები. ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ. იმედი მაქვს, გინების ის რიტორიკა, რომელიც ორი კვირის მანძილზე იყო, წარსულს ჩაბარდება, ცოტა პოლიტიკურად გავიზრდებით, კულტურა მოგვემატება, რომ ერთმანეთის განსხვავებულ აზრს პატივი ვცეთ.” – თქვა ვაშაძემ.

მან პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკას, ევროპას, ელჩებსა და შარლ მშელს და თქვა, რომ ამ ეტაპზე, ამნისტიის საკითხი უკვე აღარ ეჩქარებათ:

“რაც შეეხება განთავისუფლებას, მადლობა ევროპას, ამერიკას, ელჩებს, შარლ მიშელს, სენატორებს, ქართველ ხალხს და მერვე მადლობა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს. ამნისტიის საკითხი უკვე აღარ გვეჩქარება, ყველა ერთად ვიმსჯელებთ.

“ქართულმა ოცნებამაც” ხომ უნდა თქვას თავისი პოზიცია. საერთოდ ვთვლი, რომ რასაც ხელი მოვაწერეთ, ვალდებულება მაქვს, შევასრულო. თუ შეთანხმების ყველა მხარე შეთანხმდა, რაღაცის შესრულება საჭირო აღარ არის, მაშინ პრობლემა არ მაქვს. ჩემს ვალდებულებას რაც ავიღე, აუცილებლად შევასრულებ.” – თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g