LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიის შესახებ ჩვენი და ხელისუფლების კანონპროექტები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, ხელისუფლების პროექტში სერიოზული პრობლემებია: სალომე სამადაშვილი

37
სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის და ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. სამადაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში სერიოზული პრობლემები იკვეთება.

იმისთვის, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხდეს, სალომე სამადაშვილი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას შესაბამისი პოლიტიკური ნება დასჭირდება.

პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია: მდინარაძე ოპოზიციის კანონპროექტზე

“ამნისტიის კანონპროექტს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ ის კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციამ დარეგისტრირა პარლამენტში ასახავს ზუსტად და სრულყოფილად ჩვენი შეთანხმების როგორც არსს, ასევე სულისკვეთებას.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს, მთელი რიგი სერიოზული პრობლემები არის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი, რაზეც საზოგადოების ყურადღება შეჩერდა, ეს არის ნებაყოფლობითობის პრინციპი, რაც თავისთავად არის აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ “ოცნების” პირობებში მისი მმართველობის დროს განხორციელებულ სხვა ამნისტიებს და ვნახოთ სადმე თუ არსებობს მსგავსი ჩანაწერი. არავინ არ ართმევს არც ერთ ბრალდებულს უფლებას, რომ გაასაჩივროს სასამართლოში ამნისტიის მიერ მათი გათავისუფლების შედეგი, მაგრამ წინსწრებით რაიმე თანხმობის მოთხოვნა ეს არის პირდაპირ და აშკარად მიმართული იმისთვის, რომ შეიზღუდოს ამ შემთხვევაში ნიკა მელიაზე ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმების სულისკვეთებას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამნისტიის იდეა ეს არის მედიატორების და საერთაშორისო პარტნიორების შემოთავაზებული იდეა სწორედ იმისთვის, რომ დაიხუროს ერთხელ და სამუდამოდ, ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის საკითხი. ჩვენ აქტიური კონსუტლტაციები გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სახით როგორიც დღეს არის დარეგიტრირებული კანონპროექტი, ვერ გავა საბოლოო მოსმენაზე.

დღეს ჩვენ პოზიციები საკმაოდ არის დაშორებული ერთმანეთისგან, ანუ ჩვენი კანონპროექტი და ხელისუფლების კანონპროექტი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და იმისთვის, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება, თუმცა ამას ცხადია ორივე მხრიდან დასჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამავე თემაზე:

თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს: ვახტანგ გომელაური

ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც დამნაშავეებს გაათავისუფლებს: გიგი წერეთელი

ყველაზე კარგი იქნება, მელია დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, ოპოზიციასაც ხელ-ფეხი უფრო გახსნილი გვექნება: სერგო ჩიხლაძე

19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტიის გამოცხადების გარდა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაც იგეგმება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g