რატომ ხდება, რომ ზოგიერთი სიმღერისგან გათავსუფლება ფაქტობრივად, შეუძლებელია? პირველმა ყველაზე მსხვილმა კვლევამ ამ თემაზე აჩვენა, რომ ამოჩემებული სიმღერის ძირითადი მიზეზია მისი ტემპი, უბრალო მელოდია და კიდევ რაღაც, რისი სახელწოდებაც მთელს მსოფლიოში უცნობია.
2010 წელს სიმღერების ამოჩემების საკითხით ფსიქოლოგი კელი იაკუბოვსკი დაინტერესდა. სამი წლის განმავლობაში მისმა ჯგუფმა 10 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა და სტატისტიკური მონაცემები გამოავლინა, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ ფაქტორით ყველაზე ამოჩემებული მელოდიები გამოვლინდა.
აღმოჩნდა, რომ ასეთი სიმღერა ჩვენს ტვინში მრავალი წლის მანძილზე რჩება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი კი არის სტრესი: ადამიანების უმეტესობა მელოდიას დაძაბულ რეჟიმში ყოფნის დროს იჩემებს.
და ბოლოს, რაც უფრო მეტი ასოციაცია გაქვთ ამა თუ იმ სიმღერაზე, მით უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ის მასზე.
10 ყველაზე ამოჩემებული სიმღერა:
BAHA MEN — WHO LET THE DOGS OUT
QUEEN — WE WILL ROCK YOU
მუსიკა ფილმიდან „შეუსრულებელი მისია“
VILLAGE PEOPLE — YMCA
KYLIE MINOGUE — CAN’T GET YOU OUT OF MY HEAD
JAMES BLUNT — YOU’RE BEAUTIFUL
O-ZONE — DRAGOSTEA DIN TEI
CARLY RAE JEPSEN — CALL ME MAYBE
THE BLACK EYED PEAS — MY HUMPS
THE CHORDETTES — LOLLIPOP

