LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამოღებულია დიდი ოდენობით “კოკაინი” – ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

120
1

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1991 და 1975 წელს დაბადებული პირები დააკავეს.

ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ-ერთი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 5000 ლარი. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს დაკავებულის მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი.” – აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ბრალდებული მ. ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი “სუბოქსინის” 147 აბი და ფული ამოიღეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 მე-5 და მე-6 ნაწილების “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g