LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამოიღეს თუ არა კამერები მოვიკითხე, მაგრამ ყველაფერს ვერ მოვიკითხავდი – პროკურორის ყოფილი მოადგილე

87

პროკურორის განცხადებით, მან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კამერების ამოღების მითითება გაიცა, თუმცა, ის არ შესრულდა. საუბარია იმ კამერებზე, რომელიც ასახავს მარშრუტს, რომელიც მკვლელობის ადგილიდან მასში მონაწილე პირებმა იმ ლოკაციამდე გაიარეს, სადაც შემდეგ დანები გაირეცხა.

ოთარ აბესაძე ასევე დაინტერესდა, სად წავიდა მ.კ როცა ის დანარჩენებს წყლის ყიდვის მიზეზით ჩამოშორდა. ოთარ აბესაძე დაინტერესდა რატომ არ გამოარკვია გამოძიებამ საგამოძიებო ექსპერიმენტის შესრულების დროს, რომელ მაღაზიაში იყიდა მ.კ-მ წყალი და რატომ არ გამოიკითხნენ იმ მაღაზიაში მომუშავე პირები. პროკურორმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს შეკითხვა გამომძიებელს უნდა დაიუსვან.

“კამერების ამოღებასთან დაკავშირებით მოვიკითხე, მაგრამ ყველაფერს ვერ მოვიკითხავდი,”-განაცხადა თბილისის პროკურორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი გაბოძემ.

საგამოძიებო კომისიის წევრები ასევე დაინტერესდნენ, რატომ არ ჩატარდა ისეთი ფარული საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა ფარული მოსმენა, რაზეც გიორგი გაბოძემ უპასუხა, რომ შესაბამისი სტანდარტი არ იყო, თუმცა, როგორც ირაკლი აბესაძემ განმარტა, ამაზე პროკურორის მხრიდან პატაკიც არსებობდა და შესაბამისი სტანდარტიც იყო.

 

 

magti 5g