LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ – როგორ უნდა დაიცვათ თავი

1474
xafangi-e1482873258866-620x330

“პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც მასშია აღნიშნული, ამომღებმა კომპანიებმა განულებული სესხების თავიდან მოთხოვნა დაიწყეს.

ასოციაცია მოქალაქეებს მიმართავს, რომ აიღონ სესხის განულების ცნობა, სადაც გარკვევით იქნება ნათქვამი, რომ მათ ამა თუ იმ კომპანიის დავალიანება აღარ აქვთ.

“კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა (ქართუ ფონდმა) შეიძინა გაპრობლემებული აქტივები კერძო ბანკებიდან და ამომღები კომპანიებიდან, ზოგმა მათგანმა უარი თქვა პორტფელის გაყიდვაზე. მაგალითად: “ვივუსმა” თავიდან განაცხადა უარი, გურგენიძე (ნაცი) და მსგავსად განწყობილი პირები იყვნენ უარზე, რომ პოლიტიკური ქულები არ დაეწერა “ოცნებას”. თუმცა, ჩამოწერის პროექტი საკმაოდ კარგად ჩატარდა, რასაც მივესალმებით.
ნამდვილად კარგი ინიციატივა იყო, თუმცა ამომღებმა კომპანიებმა თავიდან გადახდევნება დაიწყეს.
ამიტომაც, ყველამ ვისაც გაგინულდათ სესხი, მიმართეთ კომპანიებს განულების ცნობის ასაღებად, დოკუმენტი, რომ აღარ გაქვთ დავალიანება ამა თუ იმ კომპანიის მიმართ.
თუ ზეპირსიტყვიერი მოლაპარაკებით უარს გეტყვიან საბუთის მოცემაზე, მიმართეთ წერილობით, ვინაიდან ჩვენ მიჩვეული ვართ ამ კომპანიებისგან არა ერთ ტყუილს, დავიცვათ ჩვენი უფლება და დავიზღვიოთ თავი,” – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g