LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამომრჩეველთა საბოლოო სიაში შესულია 3, 440,123 პირი

82

„ამომრჩეველთა საბოლოო სიაში შესულია 3, 440,123 პირი,“ – ამის შესახებ ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ.

ანა მიქელაძის თქმით, დარღვევეთან დაკავშირებით, ცესკო-ში დაახლოებით 2 ათასი განცხადებაა შესული.

„ეს განცხადებები შევიდა შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში,  ასევე, შევიდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში და შემდეგ შესაბამისმა უწყებებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განახლებული სია მიაწოდეს. ამჯერად ბოლო სია ჩვენ გადმოგვცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. დაახლოებით 2 ათასი ცვლილებაა, მათგან 500-მდე არის გარდაცვლილ პირებზე, რომლებიც უკვე ამოღებულია სიიდან. გარდა ამისა, თუკი ვინმეს არ ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი, მათ დროულად გაიარეს რეგისტრაცია და, შესაბამისად, აღმოჩნდნენ ამომრჩეველთა სიაში. ხოლო ვისი პირადობის მოწმობაც და საბუთებიც არ იყო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, ის პირები იუსტიციის სამინისტროს მიერ ამოღებული იქნა სიიდან,“ – აღნიშნა მიქელაძემ „ფორტუნასთან“.

მიქელაძის განცხადებით, ცესკოში სიებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მხრიდან არანაირი საჩივარი არ შესულა.

თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g