LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამოყირავებული ავტომობილების ინსტალაციები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა

252
მანქანა

დამტვრეული და ამოყირავებული  ავტომობილების დროებით ინსტალაციებზე დღეს მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მან საგზაო უსაფრთხოების პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ  სამინისტროს პროგრამის – „მეტი სიცოცხლისთვის“  ფარგლებში ვებ-გვერდი formore.life და Facebook-გვერდიც შეიქმნა. მისივე თქმით, აქ სოციალური კამპანიისას დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება და მთავარი მიზანია, თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

კამპანიის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა,  ბანერები გამოჩნდა და შესაბამისი ვიდეორგოლები დამზადდა .

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო რეგიონში, ასევე ევროპაში გზებზე დაღუპული ადამიანებით ლიდერია.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო. 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 5,000-მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება, მათ შორის 2,100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა.

შსს-ს ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, საქართველოში 6,608 ადამიანი გარდაიცვალა, 85 946 ადამიანმა კი ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

mazda magti 5g