LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი დააჯილდოებს ყველას, ვინც სამსახურს დაიწყებს, თანაც ფულით

122
thumb_1024x663_ams-bonus-11zon

ამსტერდამის მერია გეგმავს, რომ უმუშევარ მოქალაქეებს ფული გადაუხადოს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მუდმივ სამსახურს იშოვიან. ამ გზით მერია უმუშევრებს სტიმულს გაუჩენს, რომ შრომის ბაზარზე თავისი თავი იპოვონ და უმუშევრობის სოციალურ გადასახადზე უარი თქვან. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

ექსპერიმენტი მომავალი წლიდან დაიწყება და ბონუსის ოდენობაც მას შემდეგ გახდება ცნობილი.

იმ ამსტერდამელების რიცხვი ვინც სოციალურ დახმარებას იღებს 2019 წლის დასაწყისიდან 40-დან 35 ათასამდე შემცირდა. თუმცა, მთავრობას სურს, რომ უმუშევრობა კიდევ უფრო დაბალი იყოს.

ცოტა ხნის წინ ისიც გახდა ცნობილი, რომ ნიდერლანდებში სამსახურის გაცდენის მაჩვენებელმა პირველად 20 წლის განმავლობაში, 5%-ს გადააჭარბა. სამსახურის გაცდენის მთავარ მიზეზად კი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები