LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი ტურისტებს პოპულარული გასართობის გარეშე დატოვებს

203
0x0

ამსტერდამში მაისის შუა რიცხვებიდან წითელი ფარნების ქუჩაზე მარიხუანის მოწევა აიკრძალება. შეზღუდვის მიზანი ადგილობრივთა ცხოვრების გაუმჯობესებაა, რამეთუ ისინი ხშირად ჩივიან ტურისტების მიერ გამოწვეულ უწესრიგობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes ავრცელებს.

გარდა ამისა, ცენტრში მდებარე რესტორნები და ბარები პარასკევობითა და შაბათობით ღამის 2 საათზე უკვე დაკეტილი უნდა იყოს, ქალაქის ძველ ნაწილში კი ღამის პირველი საათის შემდეგ ტურისტებს საერთოდ აღარ შეუშვებენ.

მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით ამსტერდამის ცენტრიდან სუვენირების მაღაზიების და იაფფასიანი სასტუმროების გაქრობაც გადაწყდა.

ტურისტთა დიდ ნაკადებს ებრძვიან სხვა ევროპული ქალაქებიც, მაგალითად ვენეციაში საკრუიზო ლაინერების შესვლა აიკრძალა, ბარსელონაში კი დიდი ტურისტული ჯგუფები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები