ამსტერდამის აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს. სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერი ევროპის მასშტაბით გახდა, რაც შეეხება მსოფლიო რეტინგს, პირველ ადგილს აგერ უკვე 31-ედ – სინგაპურის ჩანგის აეროპორტი იკავებს. ლონდონის ჰიტროუ კი საუკეთესო იმ ავიამგზავრებისთვის აღმოჩნდა, ვისაც შოპინგი უყვარს. რაც შეეხება ლიდერ ავიაკომპანიებს, მათ შორის სპეციალისტებმა British Airways გამოყვეს. ბრიტანეთის ავიახაზებმა ერთდროულად 3 ნომინაცია აიღო – „მოკლე მანძილზე საუკეთესო გადამზიდავი“, ასევე „მუდმივი კლიენტებისთვის საუკეთესო სერვისი“ და „საუკეთესო ლაუნჯი“.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო „დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის“ ტიტული ასევე ბრიტანულ კომპანიას – Easyjet-ს ხვდა წილად.