LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში 3 ათას ველოსიპედს უფასოდ დაარიგებენ

125
finding-a-place-to-park-a-bike-royalty-free-image-1674066101

ამსტერდამელებს 3250 ველოსიპედს უფასოდ დაურიგებენ. I AM Expat-ის ინფორმაციით, ეს ველოსიპედები ქალაქის საწყობში ინახება. ამ გზით ნიდერლანდების დედაქალაქში სურთ, რომ მხარი დაუჭირონ იმ ადამიანებს, ვისაც ამ ტრანსპორტით გადაადგილების გამოცდილება ნაკლებად აქვს და ცხოვრების ეკოლოგიურ სტილთან ჯერ არ მეგობრობს.

ყველა უფასო ველოსიპედი კარგ მდგომარეობაშია. ისინი შეაკეთეს და სტანდარტების მიხედვით შეამოწმეს კიდეც.

აქცია გახდება ამსტერდამის უახლესი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ველოსიპედის კულტურის გაძლიერებას გულისხმობს.

მაგალითად, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში ველოსიპედის მართვას ასწავლიან. წარსულში ყველა კურსდამთავრებულს ველოსიპედს ჩუქნიდნენ და ამ გზით 1139 ველოსიპედი გასხვისდა. უფასო ტრანსპორტის მიღების შემდეგ ადამიანები კერძო ავტომობილის გამოყენებაზე უარს როგორც წესი, უფრო ხშირად ამბობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები