LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა ველოსიპედებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში კვლავ ლიდერია

106
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ევროპის ქალაქებმა კიდევ ერთხელ დაიკავეს წამყვანი პოზიციები Copenhagenize 2025-ის გლობალურ რეიტინგში, რომელიც აფასებს, თუ რამდენად კომფორტულია ურბანული გარემო ველოსიპედისტებისთვის. კვლევამ 44 ქვეყნის 100 ქალაქი მოიცვა და ექსპერტებმა ევროპული მიდგომა ყველაზე ეფექტურად მიიჩნიეს.

რეიტინგის სათავეში ტრადიციულად რჩებიან უტრეხტი, კოპენჰაგენი და ამსტერდამი. მათ მოსდევენ ჰააგა, ბორდო და სტრასბურგი. ხოლო წელს ლიდერთა ჯგუფს გენტიც შეუერთდა. სწრაფი პროგრესი აჩვენეს პარიზმა და ჰელსინკმაც, რომლებიც უკვე პირველ ათეულს უახლოვდებიან. ახალ მონაწილეებს შორის არიან ვროცლავი, ბოლონია და გრაცი.

ექსპერტების შეფასებით, ველოსიპედების პოპულარობა კლიმატზე ნაკლებად არის დამოკიდებული – სიაში მოხვდა როგორც ცხელი დუბაი, ისე ცივი ჰელსინკი. გადამწყვეტ ფაქტორად სახელდება ინფრასტრუქტურაში მუდმივი ინვესტიციები. მაგალითად, უტრეხტი ყოველწლიურად ერთ მოსახლეზე დაახლოებით 64 ევროს ხარჯავს ველობილიკების განვითარებაზე, ხოლო კოპენჰაგენში გზების ყოველ 100 კილომეტრზე 52 კილომეტრი დაცული ველობილიკია.

განსაკუთრებით გამოირჩევიან ფრანგული ქალაქები ბორდო და ნანტი სადაც მასობრივად დაწესდა სიჩქარის ლიმიტი 30 კმ/სთ, რამაც ქუჩები უფრო უსაფრთხო გახადა. პარიზში კი ბოლო სამი წლის განმავლობაში ველოსიპედით გადაადგილების წილი თითქმის 10%-ით გაიზარდა.

ევროპაში ქალაქები ქმნიან ფართო და ავტომობილების ნაკადისგან განცალკევებულ ველობილიკებს, აკავშირებენ მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და უზრუნველყოფენ მოსახერხებელ პარკირებას, რაც ველოსიპედს რეალურ ალტერნატივად აქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები