LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში გამოფენაზე „World of Private Label International Trade Show“ ქართული სტენდზე 10  კომპანია იყო წარმოდგენილი

108
გამოფენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამოფენაზე „World of Private Label International Trade Show“ 10 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

ქართულმა კომპანიებმა გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: ღვინო, თხილი, ჩაი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს.

საერთაშორისო გამოფენაში „World of Private Label International Trade Show“ 3100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა 70-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g