ნიდერლანდებში მარიხუანას გამო რიგებია.
კაფეშოფებში, სადაც ქვეყანაში დაშვებული ნარკოტიკული საშუალებები იყიდება, დიდი რიგებია. ადგილობრივები მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდულობდნენ.
რიგების მიზეზი კი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმად მაღაზიები 6 აპრილამდე იხურება. მაღაზიების დახურვის მიზეზი კორონავირუსი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამსტერდამში წითელი ფარნების კვარტალიც დაიხურა.