აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს და ქუჩაში მყოფი, ავადმყოფი ქალისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:
„ამწამს ქუჩაში ავადმყოფი ქალი ვიპოვეთ…სიარული არ შეუძლია, არც თავშესაფარი მიიღებს და არც სახლში შეუშვებს ვინმე, ისეთ საშინელ პირობებში წევს…
წვიმს და ასე შევფუთეთ დილამდე, რომ ხვალ სასწრაფოდ რამე მოვიფიქროთ, თორემ ვერაფრით ვერ იცოცხლებს… ვეცდებით, საცხოვრებელი კონტეინერი ვუყიდოთ და სადმე დავუდგამთ, თორემ ამას სახლს არავინ მიაქირავებს…
გამივრცელეთ და მომეხმარეთ რითიც შეგიძლიათ, ასე მომაკვდავს ვერ მივატოვებთ ქუჩაში.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.