LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბოქოლიშვილი: „რეგიონში სტატისტიკის შემდეგ რიგი დადგა აცრაზე და ეუბნებიან, ვითომ წინასწარი კვლევებია საჭირო „ფაიზერისთვის“, ტყუილია ეს და დანაშაული!!!“

912
anaboqolishvilinews810

ექიმი ანა ბოქოლიშვილი სოციალურ ქსელში საყურადღებო ინფორმაცხიას ავრცელებს. მისი თქმით, დღევანდელი სტატისტიკის შემდეგ რეგიონებში აცრაზე რიგი დადგა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებში ხალხს ეუბნებიან, რომ „ფაიზერით“ ასაცრელად წინასწარი კვლევებია საჭირო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ანა ბოქოლიშვილი:

„ლოქდაუნი!!!!

ვაქცინაციის ვალდებულება (პრიორიტეტულ ჯგუფებში მაინც)!

კლინიკების სასწრაფო განტვირთვა არამიზნობრივი პაციენტებისგან!!!

ლაით ინფიცირებულებს გთხოვთ, ემოციური ფონი დაიმშვიდეთ, ნუ იქაჩებით კლინიკებში! სირცხვილია უბრალოდ! იკავებთ ადგილს, რომელიც სხვას რეალურად სჭირდება!!!

საკუთარი თავების გარდა, გაიხედეთ გარშემო!!!

ვისაც შეგიძლიათ (ოღონდ აიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას), გაატარეთ სახლში კონტროლით ახლობელი ინფიცირებულები, არ არის რთული! არაერთი ასეთი პაციენტი ვმართე და კლინიკას გადაურჩნენ.

ასევე, ყველა არაკომპეტენტურს მიაწვდინეთ ხმა, ნუ ბლოკავენ ვაქცინაციის პროცესს! დღეს დამირეკეს რეგიონიდან, სადაც სტატისტიკის შემდეგ რიგი დადგა აცრაზე და ეუბნებიან, ვითომ წინასწარი კვლევებია საჭირო „ფაიზერისთვის“, ტყუილია ეს და დანაშაული!!!

ასევე დანაშაული – არ იცის ოჯახის ექიმმა, რომ 30-ე დღიდან შეგიძლიათ ვაქცინაცია და არა 120-დან. ვაქცინა ისევ ორი დოზა კეთდება! უნდა იყოს ერთი და იგივე! ბუსტერი საქართველოში ჯერ არ გვაქვს! “გადავიტანე და ანტისხეულები მაქვს, რად მინდა აცრა” – გინდათ და გჭირდებათ! ეს რაც მახსენდება…

ვაქცინის პრაქტიკულად არანაირი უკუჩვენება არ არსებობს!!!! არ დაიჯეროთ ცრუ მითითებები და არ დაკარგოთ ჯავშანი!

ვაქცინა!

პირბადე!

ხელის დეზინფექცია!

დისტანცია!

დარჩი სახლში!!! ნურც მეზობელთან გახვალ ყავაზე! ნურც მოგერიდება ფრაზის თქმა “არ მოხვიდე”!

გვიანია უკვე, მაგრამ ძალიან ძალიან სერიოზული მობილიზება გვმართებს ყველას!

P.S. მეცნიერებისგან და პროგრესისგან შორს მყოფო მავნებლებო, თქვენ უბრალოდ გაჩუმდით! გეყოთ უკვე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები