LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბუჩუკური: თუკი დღეს, ვინმე იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, ესენი კობახიძე და ღარიბაშვილი არ არიან

179
Untitled design

„თუკი დღეს, რამე ან ვინმე იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის დამოუკიდებლობას, ესენი ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, რომ არ არიან მგონი, ყველასთვის გასაგებია“, – ამის შესახებ პატრია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, „საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი იცავენ“.

„როდესაც შენ მიზანმიმართულად ესხმი თავს სტრატეგიულ მოკავშირეებს, ამით აჩენს რისკს, რომ საქართველო აღმოჩნდეს იზოლირებული. მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებში, მაღალი რისკის ქვეშ, იზოლირებულად დარჩენა ნიშნავს მარტოდმარტო დარჩენას ქვეყნის მტერ რუსეთთან“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას.