LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

67
avstriis elchi

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საქართველოში ავსტრიის ელჩს თომას მიულმანს შეხვდა. პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ინფორმაციით, შეხვედრა პარტიის ოფისში გაიმართა.

ანა დოლიძის განცხადებით, ელჩს სთხოვეს, „როგორც ჩვენ პარტნიორს, აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო დაკვირვების პროცესში“.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ავსტრიის ელჩთან. თომას მიულმანს სურდა პირველ წყაროდან გაეგო ინფორმაცია, როგორი საარჩევნო კლიმატია ქვეყანაში, როგორ მიდის კონკრეტულად ქალი კანდიდატისადმი დამოკიდებულება.

ვისაუბრეთ, დებატების საკითხზე და ჩემს გარიყვაზე დებატებიდან. ასევე შევეხეთ იმ გამოუძიებელ საქმეებს, რომელიც ეხებოდა ჩვენ მონაწილეობას 2020 წლის არჩევნებში, რა დროსაც ადგილი ჰქონდა დაშინებას, თვალთვალს, თუმცა ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია.

ელჩს ვთხოვეთ, როგორც ჩვენ პარტნიორს, აქტიურად ჩაერთოს დაკვირვების პროცესში. მას ასევე აინტერესებდა 2021 წლის არჩევნების დროს ხდება თუ არა მოსახლეობაზე ზეწოლა და ზეწოლის რა ფორმებია. ჩვენ ვისაუბრეთ, დაკვირვების ფორმებზე, როგორ აპირებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესზე მეთვალყურეობას. ჩვენთვის, როგორც პროდასავლური პარტიისთვის, რომელსაც ჰყავს ქალი ლიდერი, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროპული პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვენელოვანია. ელჩთან შევთანხმდით ინფორმაციის გაცვლის გზებზე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ალექსანდრე რატიშვილი და რუსთავის საკრებულოს სიის პირველი ნომერი სალომე წერეთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები