ანა დოლიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და შვილის მოვლასა და მის ბუნებრივ კვებაზე ამახვილებს ყურადღებას. პოლიტიკოსი ქალბატონი, რომელიც ახლახან მეორედ გახდა დედა და გოგონა, კრავაი ეყოლა, ამბობს, რომ სადამდეც შეძლებს, შვილი ბუნებრივ კვებაზე ეყოლება. ანას პირველი შვილი ბიჭია და ის უკვე 13 წლისაა.
ანა დოლიძე:
„კრავაის მოვლაში ჩემი მეუღლე ძალიან არის ჩართული. გრაფიკი გვაქვს შემუშავებული, რომ რიგრიგობით გამოვიძინოთ. გიორგი ნამდვილი პარტნიორია. ამას დამატებული მთელი ჯარი, რომელიც გვეხმარება და საწუწუნო მართლა არაფერი გვაქვს… ჩემი დედამთილიც და დედაც ძალიან მეხმარებიან. სულ გვერდში მიდგანან“.
