LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

55
ანა ფორტუნა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

დედაქალაქის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ  არ აპირებს გამოკითვაზე მისვლას.

„30 აგვისტოს ჩემი სოციალური ქსელის არაერთი გატეხვის მცდელობა იყო  მთელი დღის განმავლობაში. შევიტანე საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროში და დღეს გამოკითხვაზე დამიბარეს.

როგორც წინა ოთხ შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც მე ტყუილად მოვალ. უნდა გადავცე ჩემი კუთვნილი ტელეფონი და შედეგი იქნება ნულვანი“.- განაცხადა ანა დოლიძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის მოთხოვნაა, მისი გამოკითხვა საჯაროდ მოხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g