LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები არის საქართველოში რუსული კოლონიალიზმის სიმპტომი

139
BeFunky-collage

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრებ მოზარდებში წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში ვითარება გაუარესდა.

დოლიძის თქმით, რუსეთთან ფრენებსა და ვაჭრობაზე მეტად, ყველაზე მთავარი რუსული საქმე სწორედ ქვეყანაში კეთდება.

საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით – PISA

„კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცების მიუხედავად, განათლების სფეროში, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. ეს სინამდვილეში რუსეთთან ფრენებსა და ვაჭრობაზე მეტად ანტიეროვნული, რუსული საქმეა. ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ მიდის ბავშვების გადაგვარება, რათა მათ მომავალი ვერ შექმნან. ეს აწყობს მხოლოდ რუსეთს. განათლების დაბალი დონე, ისევე როგორც ჩვენი გაღარიბება, აწყობს მხოლოდ რუსეთს, რათა მათთვის საქართველო ადვილი სამართავი იყოს.

კვლევის შედეგები პირდაპირ მიუთითებს საქართველოში არსებულ განათლების უმძიმეს კრიზისზე. დღეს მთელი სისტემაა ჩავარდნილი. ის არ არის ორიენტირებული პირველ რიგში მასწავლებელზე, რომელმაც მოსწავლეს ხარისხიანი განათლება უნდა მისცეს. თქვენ გახსოვთ, სულ რამდენიმე დღის წინანდელი შემთხვევა, რაც დირექტორების დანიშვნის საკითხს უკავშირდებოდა. ამ თემაზე მასწავლებლების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართა.

ჩვენი პარტია, დაფუძნების დღიდან აქტიურად საუბრობს ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის გზებზე, სისტემის გაჯანსაღებასა და კონკრეტულ პროექტებზე, რაც პირდაპირ აისახება თითოეული მათგანის განათლების დონეზე“, – აცხადებს ანა დოლიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

PISA: ქართველი მოსწავლეების დონე საშუალოზე დაბალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები