LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: „მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი – ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას“

534
ანა დოლიძე, ბიძინა ივანიშვილი

„მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი, ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას“, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე” წერს.

ანა დოლიძის ცნობით, რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები იმუშავებს ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით:

ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რას ნიშნავს ამერიკული სანქციები, რომელიც გომელაურსა და შსს-ს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს დაუწესდა

„გაბრაზებული ვარ, რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე, რაღა უნდა გავაკეთო, რომ მეც მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში“ – გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით „პატივიც“ კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები“

„მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი. ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები იმუშავებს ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით. ეს არის მმართველი კოალიციის პარლამენტის წევრის, ტომ ვან კამპენის ინიცირებული რეზოლუცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შევხვდი. სხვა კარგ ამბავთან ერთად, ესეც ძალიან კარგი ამბავია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, ანა დოლიძე ნიდერლანდებში იმყოფება, სადაც ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წევრებს ხვდება.

„ჩვენ ვხედავთ დაძრულ პროცესს, ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს“ – ბერდია სიჭინავა სანქციებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g