LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე “ნამოხვანჰესის” ხელშეკრულებასთან და მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ითხოვს

63
ანა დოლიძე

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე “ნამოხვანჰესის” ხელშეკრულებასთან და მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„დღეს გენერალურ პროკურატურასთან მოთხოვნით მოვედი  – ჩატარდეს გამოძიება, „ენკას” ხელშეკრულებასთან და „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით, რათა მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით დადგინდეს ხომ არ ჰქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებებს, “- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციაში ჩაწერა აკრძალვა – სასოფლო -სამეურნეო მიწა  უცხოელებს, მათ შორის, უცხოურ კომპანიებს მიყიდონ.

„ამავე დროს, სწორედ „ენკა“-სთან დადებული ხელშეკრულების შემდეგ, ინდივიდუალურად არაერთ ჰექტარს და მიწის ნაკვეთს სტატუსი სპეციალურად შეუცვალეს. სასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთები გახდა არასასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთები, იმისთვის, რომ შემდეგ ეს „ენკა“-სთვის გადაეცათ. ამით ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თავზე გადაგვახია კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც თვითონვე მიიღო.

აღმოჩნდა, რომ კონკრეტულად ამ მიწის ნაკვეთების სტატუსი კონსტიტუციის დარღვევით სპეციალურად იყო შეცვლილი, მაშინ, როდესაც მოქალაქეთა უმეტესობას ამის საშუალება არ აქვს, რომც უნდოდეს მიწას უცხოელ ვერ მიყიდის,” – განაცხადა დოლიძემ.

მისივე სიტყვებით, ამ შემთხვევაში იკვეთება სპეციალური ინტერესი, რომლის მიხედვითაც ხდება  კანონმდებლობის და კონსტიტუციის ხელყოფა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g