ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.
მდინარაძის თქმით, თუ ანა დოლიძეს და მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიაც შეუერთდა, მათ პრინციპულები უნდა დაერქვათ. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი სახის გაერთიანება მხოლოდ აგენტურას შეუძლია.
„ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას.
გახარიაც თუ შეუერთდა, მათ უნდა დავარქვათ პრინციპულები. საოცრებაა, წარმოუდგენელია, აგენტურის გარდა, ამას ვერავინ გააკეთებს. როგორ უნდა დამაძალოს, რა უნდა მითხრას, რა უნდა მაიძულოს, რა უნდა გადამიხადოს ადამიანმა, რომ წავიდე და დავჯდე „ნაცებში”, მათ სიაში შევიდე, მათ შევუერთდე”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ