LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მერია რეკრეაციულ ტერიტორიებს ვეღარ გაასხვისებს

49
20210924-111801

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ დღეს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა და კანონში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ დამატებების შეტანა მოითხოვა.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, მიწის კანონში არსებული ხარვეზები მერიას და გამგეობებს საშუალებას აძლევს, კორუფციული თუ ნეპოტისტური გარიგებით, ბეტონის კორპუსების მშენებლობის უფლება, რეკრეაციულ ტერიტორიებზე გასცენ.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისში ხდება არასწორი განაშენიანება იმ ადგილებში, სადაც წესით უნდა იყოს რეკრეაციული სივრცეები, არის მიწის კანონში არსებული ხარვეზები. დღეს მოქმედი კანონმდებლობა საშუალებას აძლევს მერიასა და საკრებულოს თვითნებურად, ხშირად საეჭვო გარიგების მიხედვით გაასხვისოს საჯარო მიწა.

ჩვენ, პარტიას „ხალხისთვის“ გვაინტერესებს საქმე და მხოლოდ საქმე. სწორედ ამიტომ  წარვადგენთ პარლამენტში წინადადება, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება თბილისის მერიისთვის შეუძლებელი იქნება.

ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოხდება საჯარო სივრცეების გასხვისების შესაძლებლობის ჩაკეტვა და ვიღაც ჩინოვნიკს აღარ შეეძლება კორუფციული გარიგების სურვილით, გაასხვისოს ის ტერიტორია,  სადაც უნდა იყოს პარკი და სასუნთქი სივრცე ბავშვებისთვის,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები