LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: „საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო უნდა გახდეს“

223
ანა დოლიძე

დამდგარი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო უძვირდებათ ცხოვრება, ტრანსპორტი უფასო უნდა გახდეს – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე წერს.

„მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში, მათ შორის ტალინში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის უფასო. ბევრგან ტრანსპორტი უფასო ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლებას უნდა, გაძვირებული ცხოვრების გამო, ხალხს ტვირთი შეუმსუბუქოს. დამდგარი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო უძვირდებათ ცხოვრება, ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო. ამით ასეულობით ლარს დავუტოვებთ ჯიბეში ადამიანებს და მივცემთ საშუალებას, ეს ფული დახარჯონ საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებში”, – წერს ანა დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g