LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: „შულავერის კომიტეტის“ ამოცანაა სწრაფად გაწმინდოს რუსთაველის გამზირი და ამით მიულოცონ საქართველოს გასაბჭოების თარიღი მათ უფროსს“

156
ანა დოლიძე

„შულავერის კომიტეტის“ ამოცანაა, სწრაფად გაწმინდოს რუსთაველი და საქართველოს გასაბჭოების თარიღი ამით მიულოცონ მათ უფროსს“, – აცხადებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გამზირის გადაკეტვასთან დაკავშირებით.

ანა დოლიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია, რეალურად ხელს არავის უშლის.

„რამდენიმე დღეა პოლიციამ დაიწყო ხელის შეშლა რუსთაველზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით. ეს არის მშვიდობიანი დემონსტრაცია, რეალურად ხელს არავის უშლის, სატრანსპორტო გზები კი გადაეწყო და გადალაგდა. რატომ ხდება ეს?

პირველ რიგში, რადგან ესენი არჩეულები არ არიან, მათ „შულავერის კომიტეტი“ უნდა დავარქვათ. მათ უნდათ რუსთაველი დაიკავონ ძალიან სწრაფად, ეს არის „შულავერის კომიტეტის“ დავალება, რომ მიულოცონ გასაბჭოების, საქართველოში ოკუპაციის დაწყების თარიღი მათ უფროსს. ეს არის მათი ამოცანა“, – აცხადებს ანა დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g