LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე – წარმოიდგინეთ, საქართველოში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია ედუარდ შევარდნაძის მიერ, თვეში 20 ლარი

134
ანა-დოლიძე-1

“ჩვენ ვითხოვთ, განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ის ოდენობა, რაც შესატყვისი იქნება იმ რეალობისათვის, რაც გვაქვს ქვეყანაში,” – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, საქართველოში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია ედუარდ შევარდნაძის მიერ, თვეში 20 ლარის ოდენობით.

მისივე თქმით, ევროპის ყველა ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ თურქეთში, ასევე გერმანიაში, ყველგან არის დადგენილი მინიმალური ხელფასის ზღვარი. ანუ ის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც არ შეიძლება იყოს ხელფასის ოდენობა.

“მინიმალური ხელფასის პრობლემას ჩვენი პარტია “ხალხისთვის” მუდმივად ახმოვანებს. ყველამ კარგად ვიცით, როგორ გაძვირდა ფასები და რამხელა ინფლაციაა ქვეყანაში. ის 200-300 ლარი რომელიც დადგენილი იყო ხელფასად, ყოფნის ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედ ნაწილს. უნდა წარმოიშვას მსჯელობა ბიზნეს სექტორებთან. არ შეიძლება მაღაროში მომუშავე და გაყიდვების სფეროში დასაქმებულ ადამიანს ერთი და იგივე მინიმალირი ხელფასი ჰქონდეთ დადგენილი, რადგან მათი შრომა განსხვავებულია.”- განაცხადა ანა დოლიძემ.

პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ახალგაზრდების დასაქმების თემასთან დაკავშირებით.

“ახალგაზრდები არიან ძალიან ცუდ სიტუაციაში. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მათ უჭირთ სწავლის დაწყება ან გაგრძელება არის ის, რომ ისინი მუშაობენ. თითქმის ყველა ახალგაზრდა დღეს არის დასაქმებული და ცდლობენ თავიანთი შრომით ირჩინონ თავი. ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ მათ შევთავაზოთ ნორმალური ანაზღაურება. ასევე სტაჟირებები, რომლებიც იქნება ანაზღაურებადი.”

თუ ჩვენ ახალგაზრდებს არ მივაქცევთ ყურადღებას ისინი წავლენ ევროპაში და ჩვენ მათ დავკარგავთ.მათ უნდა დავუდგინოთ სპეციალური საგადასახადო შეღავათები, რადგან ისინი მუშაობენ. მათ მუშაობასთან ერთად სჭირდებათ სწავლა-განათლება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მათ წინავლას. – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g