„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისთვის გენერალურ პროკურატურას მიმართა.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე ობიექტური გამოძიება უმნიშვნელოვანესია.
მისივე თქმით, უნდა დაიკითხოს შინაგან საქმეთა მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე, კახაბერ საბანაძე, ასევე, ყველა პრემიერ-მინისტრი.
„ეს არის ფართომასშტაბიანი სისტემა, როგორც ჩანს, რომელიც მუშაობს ყველა სერიოზულ, მნიშვნელოვან საფრთხის შემცველ ოპონენტებზე. ვანო გულაშვილმა თქვა, რომ მას ჰქონდა ათასი ფაილი და დამასახელა მე. თუ ეს ჩვენება მართალი, ათასი ფაილი ძალაშია და იქ არიან სხვა ადამიანებიც”, – აღნიშნა დოლიძემ.
შეგახსენებთ, 21 მარტს „მთავარ არხთან“ინტერვიუში სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იწერდნენ, მათ შორის მოძრაობა ხალხის ლიდერს, ანა დოლიძეს.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამო, თანამდებობა დატოვა შშს-ს მოადგილემ კახა საბანაძემ.
საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას და ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს