„ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს [პრეზიდენტის სასახლიდან], ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა – ამ ადამიანს ასეთი დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ანა დოლიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველა სასაცილოდ გაიხდის თავს, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ასეთი ოთხი კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს.
მისივე თქმით, „ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა“.
ანა დოლიძე: მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში და გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება
„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა სხვა ყველა ფორმასთან ერთად“
„ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს [პრეზიდენტის სასახლიდან], ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა. ამ ადამიანს ასეთი დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ. ასე რომ, მისი ეს განცხადება გასაკვირი არ არის. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თავის სოც.ქსელში არჩევნების მეორე დღესვე დაწერა, რომ პარლამენტის წევრია და შეიცვალა სტატუსი. მას ეს უნდა – ხელისუფლების გარკვეული ხიბლი აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი რომ გამოვიდეს, ქალბატონი ანა მაინც იქ დარჩება და დახვდება ახალ პრეზიდენტს.
რა თქმა უნდა, არასერიოზულია, მგონი თვითონაც აცნობიერებენ, რომ ეს არასერიოზული მიდგომაა. ყველა სასაცილოდ გაიხდის თავს, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ასეთი ოთხი კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს. მეორე მხრივ, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა. არ ვურჩევ, რომ ვინმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდა, რადგან ყველა ვინც ხალხის წინააღმდეგ წავიდა, წააგო. აქაც ხედავენ, რომ ამ ბრძოლად აგებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, „ისინი მზად არიან, რომ 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩნენ პრეზიდენტის სასახლეში და ის გამოაცხადონ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება.“