სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი 29 წლის ახალგაზრდა ექიმის, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის ანა ხეცურიანის დასახმარებლად.
როგორც მისი ახლობლები წერენ, ანას, რომელიც ყოველთვის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავდა, დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი – არაჰოჩკინის ლიმფომა.
„ჩემი უახლოესი მეგობარი, 29 წლის ახალგაზრდა ექიმი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ანა ხეცურიანი, რომელიც ყოველთვის სხვებს ეხმარებოდა, დღეს თავად აღმოჩნდა უდიდესი სირთულის წინაშე – დაუდგინდა დიაგნოზი: არაჰოჩკინის ლიმფომა.
ეს არის გოგონა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანების გადარჩენას, დაავადებებთან ბრძოლას და ახლა მას თავად სჭირდება ჩვენი თანადგომა და დახმარება.
მინდა მივმართო ყველას – ნაცნობებს, უცნობებს, მეგობრებს, კოლეგებს, ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა და ერთიანობა ამ ბრძოლაში უდიდეს ძალას მოგვცემს.
ამიტომ მთელი გულით გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და გააფერადოთ ანას მომავალი
მიმღები: ანა ხეცურიანი
#GE74TB7848045061100025“, – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.