LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ხუციშვილი: „ახლაც არ მჯერა, რომ უკვე საკუთარი სახლი გვაქვს…“

613
თედო ბექაური

ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულის თედო ბექაურის მეუღლე, ანა ხუციშვილი საუბრობს:

„მთავარი ოცნება, პირველ რიგში, ჩვენთვის იყო საკუთარი სახლი. ახლაც არ მჯერა, რომ უკვე საკუთარი სახლი გვაქვს. სანამ არ შევალთ, მანამდე ალბათ ვერ დავიჯერებთ. თბილისში დღემდე ქირით ვცხოვრობთ, სოფელ ორბეთში გვაქვს საკუთარი სახლი, მაგრამ ჩვენი საქმიანობა ძირითადად თბილისშია, ამიტომ გვიწევს ქირით ცხოვრება. იყო პერიოდი, როდესაც თედო სოფლიდან ავტოსტოპით დადიოდა თბილისში სამუშაოდ. მანქანა არ გვყავს და ყოველთვის გამყოლების იმედად იყო.

ჩვენი ოცნება იყო, ბინა გვქონოდა. არასდროს გვქონია ისეთი შესაძლებლობა, ბინის საყიდლად ფული გადაგვედო. შემოსავალი მხოლოდ იმისთვის გვყოფნიდა, რომ თავი გაგვეტანა.

ფაქტია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ ახლა ის ეტაპია, საერთოდ რომ ვერ ვაცნობიერებთ, რას და როგორ გავაკეთებთ. ჩვენი მოგებული ბინა ბაკურიანშია, თუმცა ის, რომ გვაქვს საკუთარი ბინა, დიდი ბედნიერებაა…“

ვიდეო: „მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე სახლში“ – თედო ბექაურის და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია

ვიდეო: „ალბათ, უკეთესი არ არსებობს, საუკეთესო მეგობარია“ – როგორი მამა და მეუღლეა თედო ბექაური

ახლა, როცა თვალს დავხუჭავ და ვახელ, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო – თედო ბექაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g