LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს ოჯახის ახალი წევრი ჰყავთ (ფოტო)

197

ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან. წყვილი არც სოციალურ ქსელში აქტიურობს, ამიტომ მათ შესახებ ნებისმიერი სიახლე ინტერესის განსაკუთრებული ობიექტი ხდება. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ მათ გერმანული ნაგაზის ლეკვი შეიძინეს და ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ ფოლოვერებს განუცხადეს.

“შეშლილი მაქსი“, – სწორედ ასე დაასათაურა ენრიკემ ფოტოს, საიდანაც ნათელი ხდება, რომ ძაღლს სწორედ მაქსი დაარქვეს.

მოგვიანებით ვიდეო კურნიკოვამაც გამოავქეყნა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ანას და ენრიკეს შოკოლადისფერი ლაბრადორი უკვე ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები