ანა კურნიკოვასა და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ. 44 წლის ყოფილმა ჩოგბურთელმა, სასიხარულო ამბავი „ინსტაგრამზე“ გააზიარა.
მან გამოაქვეყნა ახალშობილის ფოტო, რომელსაც მოკლე წარწერა დაურთო: „ჩემი მზის სხივი -12.17.2025“.
ახალშობილის სქესი და სახელი ჯერჯერობით უცნობია.
მზადება მეოთხე მშობიარობისთვის – 44 წლის ანა კურნიკოვას უახლესი გამოჩენა
ცნობისთვის, კურნიკოვა და იგლესიასი თითქმის 25 წელია ერთად არიან. ისინი ერთმანეთს მომღერლის მუსიკალური ვიდეოს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, როდესაც ანა უკვე ტიტულოვანი ჩოგბურთელი იყო. წყვილი თითქმის 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ფარულად დაქორწინდა. მათ სამი შვილი ჰყავთ.
წლების შემდეგ პირველად – ორსული ანა კურნიკოვა ენრიკე იგლესიასთან ერთად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა

