უკრაინული ძალები ბახმუტის, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით წინ მიიწევენ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისივე თქმით, მტერმა თავდასხმა გაზრდილი აღჭურვილობით განახორციელა, თუმცა უკრაინულმა ძალებმა ყველა თავდასხმა მოიგერიეს.
„ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, თანდათან წინ მივიწევთ. შეტევითი ბრძოლა ყველა მიმართულებით გრძელდება. ჩვენი დამცველები ინტენსიურად მუშაობენ რამდენიმე დასახლებული პუნქტის გარშემო”, – განაცხადა მალიარმა.