„ყოველდღე უფრო და უფრო რთულდება სიტუაცია. დღეს საერთოდ ბაქნიდან ვეღარ გავდივართ. კიბეებამდე და გვირაბამდე კიდევ შორია”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ანა მარშანია წერს საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე და საზოგადოებას უზიარებს, დღეს, 27 სექტემბერს, სადგურის მოედანზე შექმნილი ვითარების ამსახველ ვიდეოს.
“სტუდენტები უნივერსიტეტებში რეკავენ, თანამშრომლები – სამსახურებში, აგვიანდებათ.
არის კონფლიქტური სიტუაციები, კამათი, საშინელი დახუთულობა და სტრესი… გთხოვთ, ნახოთ ვიდეო. ასეთი სადგურის მოედანი არასდროს მინახავს“, – წერს ჟურნალისტი ანა მარშანია.
მან ადგილიდან ფოტოც გაავრცელა წარწერით:”დედა მომიკვდეს, მეშინია. აქ რამე რომ მოხდეს, ვერ გადავრჩებით”.