LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმში გადადის“

148
ანა ნაცვლიშვილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმში გადადის – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში დამარცხებულია და ის გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან“.

„ჩვენს ქვეყანას ბევრი ისტორიული გამარჯვება ახსოვს, როგორც წესი, ყველა გამარჯვებას წინ ახლავს მოღალატეების და ქვეყნის გამყიდველების თვითლუსტრაცია და დღეს სწორედ ეს მოხდა.

„ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს და ისინი ემსახურებიან რუსეთს. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დაცვა ჩვენი, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთანაა ქართველი ხალხი, ქართული პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც რუსული ხელისუფლების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლია.

დღეს ჩვენ ვიხილეთ ღია თავდასხმები პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ძალადობა ყველგან, ქუჩაში, აქციებზე, სახლებში, კონსტიტუციურ ორგანოებში და ესაა მარცხისათვის განწირული რუსული რეჟიმის საქაღთველოში.

„ლელო“ დგას ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ამიტომ, დღეს – მაშინ როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია; როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია, ლელომ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწლეობა საპარლამენტო მუშაობაში.

„ქართული ოცნება“ პარლამენტში დამარცხებულია, ის გასულია პოლიტიკური პროცესიდან, გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და წარმოადგენს უზურპატორ ივანიშვილის და პუტინის ისნტრუმენტს საქართველოში. „ამიტომ“ ლელო გადადის ბოიკოტის რეჟიმში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრით დაამტკიცა. კანონპროქტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 30 დეპუტატმა მისცა, ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი კანონზე ვეტოს დადებას აპირებს.

magti 5g