ახლახან ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ანა ტყებუჩავა და მის ქალიშვილები კოვიდით დაინფიცირდნენ. როგორც მსახიობი ჟურნალ „სარკეს“ მოუთხრობს, რამდენიმე დღერ თავს საკმაოდ ცუდად გრძნობდნენ, ახლა კი ვირუსმა უკან დაიხია და მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. გამოჯანმრთელების შემდეგ ანას „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე ელოდებიან.
ანა ტყებუჩავა აღნიშნავს, რომ სამჯერ იყო ჩაწერილი ავქცინაზე და ვერც ერთხელ ვერ აიცრა, თუმცა აცრის მომხრეა და გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებლად ჩაიტარებს ვაქცინაციას.
ანა ტყებუჩავა:
„სამჯერ ვიყავი დარეგისტრირებული და რაღაც მიზეზების გამო ვერ ავიცერი. პირველად ახალი ნაოპერაციები ვიყავი და ვერ ამცრეს, დანარჩენ ორ შემთხვევაში კონტაქტი ვიყავი და აცრა გავაუქმე, მეოთხედ კი კოვიდმა დამასწრო. აქვე აღვნიშნავ, რომ რადიკალური პოზიციები ვაქცინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეებისგან ძალიან მეგოიმება. ვფიქრობ, ამ დროს სახელმწიფომ დიდი საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოოს, რომ ვისაც ეშინია, დაარწმუნოს, ინფორმაციის არქონა ყოველთვის იწვევს შიშს“.