LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ტყებუჩავამ თმა “ჩემი ცოლის დაქალებისთვის” გადაიპარსა

Без-имени-1

“გამარჯობა, მე ანა ვარ და მე მსახიობი ვარ”, წერს ანა ტყებუჩავა და აქვეყნებს ფოტოს, სადაც თავი აქვს გადაპარსული.

ასეთ მსხვერპლზე წასვლა მას როლისთვის მოუწია. “ჩემი ცოლის დაქალებში” მისი პერსონაჟი, ნინა, სიმსივნით არის ავად და ქიმიოთერაპიით მკურნალობს. შესაბამისად, ნინას გმირს თმა სცვივა და მეუღლე, დათო, შვილების თვალწინ მას თმას გადაპარსავს.

სავარაუდოდ, ეს ეპიზოდი, რომელიც ეთერში დღეს გავიდა და მაყურებლის მხრიდან ოვაციები დაიმსახურა, ერთი დუბლით არის გადაღებული…

ანას სამსახიობო მონაცემებს კიდევ ერთხელ ხვდა წილად შექება, სოციალურ ქსელში მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ, მათ შორის, მისი კოლეგებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g