ამერიკული „ვოგის“ რედაქტორი ანა ვინტური ამბობს, რომ მეგან მარკლი მისთვის ინსპირაცია გახდა. ვინტურის თქმით, 37 წლის მარკლი სამეფო ოჯახის ყველაზე გემოვნებიანი წევრია. მის შესახებ ვინტურმა ტინა ბრაუნის სამიტზე ისაბრა: „უადვილესია ჩაიცვა ერთი და იგივე სამოსი და ამით აირიდო პრობლემები. ეს მოსაბეზრებელია და მოდის დრო, როცა უნდა შეიცვალო. ბოლო დროს კაბების პიჯაკებით შეცვლა გადავწყვიტე, ამისთვის მადლობა სასექსის ჰერცოგინიას“- განაცხადა ანა ვინტურმა.
ანა ვინტურმა დასძინა, რომ მეგან მარკლს ახალი სტილი შეაქვს სამეფო ოჯახში, რაც მისასალმებელია.